აქტივობები

"ჩვენი კულინარიული ხელოვნება"

სასწავლო პროგრამის ფარგლებში, რომელიც გულისხმობს სამყაროს შეცნობის სისტემურ მიდგომის გაგება, გააზრება, კეთების ციკლს მოსწავლეებმა სახელმძღვანელოში მითითებული რეცეპტით მოამზადეს ვაშლის ნამცხვარი, რომლის პრეზენტაცია/დეგუსტაცია გაიმართა მშობლებისა და მოსწავლეებისათვის. აქტივობა ჩატარდა საახალწლო თემატიკის ფარგლებში, რის შემდეგაც მოსწავლეებმა შექმნეს საახალწლო ნაძვის ხე ხელნაკეთი სათამაშოებისაგან.  
   ორგანიზებული იყო ჯგუფური მუშაობა შეჯიბრებითობის პრინციპით. 







შემოდგომის სიმფონია 


2018 წლის 30 ნოემბერს მეორე კლასის მოსწავლების მონაწილეობით ჩავატარე ღონისძიება, რომლის მიზანს წარმოადგენდა შემოდგომასთან დაკავშირებული საქმიანობების გაცნობა/პოპულარიზაცია, გამომდინარე იქედან, რომ მოსწავლეთა უმრავლესობა ცხოვრობს ქალაქში ისინი ნაკლებად იცნობენ სასოფლო სამეურნეო საქმიანობებს, შესაბამისად ღონისძიების ფარგლებში მათმა როლურმა ჩართულობამ გააღრმავა და უფრო საინტერესო გახადა მათთვის შემოდგომის,როგორც ერთ ერთი  წელიწადის დროის მნიშვნელობა.
   ღონისძიება გაჯერებული იყო სხვადასხვა თემატური ლექსებით, სიმღერებით, ცეკვებითა და როლური დადგმებით.  აქტივობის ფარგლებში გამოყენებული იყო მოსწავლეები მიერ საგაკვეთილო პროცესში შექმნილი რეკვიზიტები, ამასთანავე პარალელურად მოეწყო მოსწავლეთა შემოდგომის თემატიკაზე შექმნილი ნაშრომების გამოფენა. გამოფენილი იყო : ხის ქოხები ჩიტებისათვის და ყვავილების ლარნაკები.
    ღონისძიების ფარგლებში სპეციალურ სტუმრად მოწვეული იყო ბებოები, რომლებსაც ბავშვები გაუმასპინძლდნენ მათი დამზადებული ჩურჩხელებით.
     დღის მანძილზე კედელზე გაშვებული იყო შემოდგომასთან დაკავშრებული თემატური პრეზენტაცია, რომელიც ქმნიდა მოწვეული სტუმრებისათვის  სასიამოვნო და საშემოდგომო განწყობას.
   ღონისძიება გააშუქა ადგილობრივმა ტელევიზიამ "გურია TV", სიუჟეტი განთავსებულია ტელევიზიის ოფიციალურ FB  და ვებ გვერდებზე. ღონისძიების ამსახველი ფოტო მასალა განთავსებულია ოზურგეთის პირველი საჯარო სკოლის FB გვერდზე.



















ექვსკურსია მატარებლით

     პირველი კლასის წარმატებით დახურვის შემდეგ, მოსწავლეები წავიყვანე ბათუმში მატარებლით "ოზურგეთი-ბათუმი"- "ბათუმი-ოზურგეთი".  აღმოჩნდა, რომ კლასში მოსწავლეების უმრავლესობას არ ჰქონდა ნამგზავრი მატარებლით, შესაბამისად მშობლების მხარდაჭერით განხორციელდა ეს ექვსკურსია, რომელმაც წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ბავშვებში. მათ დაათვალიერეს ულამაზესი ხედები, რომელიც  მხოლოდ მატარებლიდან ჩანს, ნახეს როგორ მართავს მემანქანე მატარებელს, აღმოჩინეს რომ მატარებელი "საჭის"გარეშე იმართებოდა. 
 დაუვიწყარი შთაბეჭდილებებისთვის მთელი კლასის სახელით მადლობას ვუხდით "ოზურგეთი- ბათუმის" მატარებლის  მომსახურე პერსონალს.

 ბათუმის შოთა-რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი

დელფინარიუმში წარმოდგენაზე
 ველოდებით მატარებლის გასვლას

 გართობა მატარებელში

 ბილეთების რიგი

ბათუმი 2018წ.

Комментариев нет:

Отправить комментарий