ვარ ოზურგეთის პირველი საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის პედაგოგი, ამ სფეროში ვსაქმიანობ უკვე 36 წელია. 2010 წელს გავხდი სერთიფიცირებული მასწავლებელი, 2012 წელს მივიღე მონაწილეობა მენტორ-მასწავლებელთა შესარჩევ კონკურსში და გავხდი მენტორ-მასწავლებელი, მყავდა 4 მაძიებელი, ორმა მათგანმა ჩააბარა სასერტიფიკაციო გამოცდები.
2013-2014 წლებში მივიღე მონაწილეობა პროექტში "ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები ქართულ სკოლაში", რის ფარგლებშიც ვმასპინძლობდი წალკის რაიონის სოფელ დარაკოვოს სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელს კიმა ტოროსიანს. დღესაც თანამშრომლური და მეგობრული ურთიერთობა გვაქვს.
ვფიქრობ, რომ მასწავლებლობა ყველაზე საპასუხისმგებლო, საინტერესო და შემოქმედებითი პროფესიაა.
ჩემი მიზანია ყოველი გაკვეთილი იყოს ეფექტიანი, აქტიური, განსხვავებული, აღმოჩენებით და დადებითი ემოციებით სავსე ბავშვებისთვის.
Комментариев нет:
Отправить комментарий